რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8544 ადამიანს გაუძვირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 12 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.0 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი გარე და შიდა რისკები. ერთობლივი მოთხოვნა კვლავ შეზღუდულია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური მდგომარეობის გამო. შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია ეროვნული ბანკის პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ზრდის გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობასა და ხელს უწყობს ინფლაციის მოლოდინის ზრდას. არსებული პროგნოზის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია. თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლოს 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე. მიმდინარე პროგნოზით, ერთჯერადი ფაქტორების გამო ინფლაცია 5 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს 2015 წლის ბოლოს შესაძლოა მცირედით გადააჭარბოს. ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.9% შეადგინა და ეროვნული ბანკის 5% მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ინფლაციის ზრდის ძირითადი ფაქტორი გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების მატება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა იყო. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავდა. წინასწარი ინფორმაციით, რეალური მშპ-ს ზრდა მეორე კვარტალში პროგნოზირებულთან შესაბამისი იყო. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს, რომელიც რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე. შესუსტებულია ადგილობრივი მოთხოვნაც, რასაც ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდა განაპირობებს. პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ მოახდინა იმპორტის კორექტირება. მეორე კვარტალში იმპორტის კლებამ 21 პროცენტი შეადგინა (გრანტით მიღებული ჩ ჰეპატიტის წამლების იმპორტის გარეშე), შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 23 სექტემბერს გაიმართება", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8544 ადამიანს გაუძვირდება, – ამის შესახებ განცხადებას “საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5962 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2582 იურიდიულ პირს აქვს.
“საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 1.0 პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 7.0%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5962 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2582 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8544 ადამიანს გაუძვირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წლის 1 აგვისტოსთან შედარებით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა , 336-ით არის გაზრდილი.
“მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით მკვეთრად გაზრდილია ინფლაციის მოლოდინები აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, რაც ინფლაციის მიზნობრივი დონიდან ერთჯერადი გადახრის შედეგად ზრდის სამომავლო რისკებს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შემდეგ, შემცირდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა, რაც გამოიწვევს ეკონომიკის დაკრედიტების და ფასების საერთო დონის შემცირებას. ეს კი ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას, თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. იმისათვის, რომ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ნეგატიური მოლოდინები არ გადაიზარდოს ინფლაციურ პროცესში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დონეზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ გარემოზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„3%-იანი ზრდით ევროპის განვითარების საშუალო დონეს ერთი საუკუნის შემდეგ დავეწევით”, – ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა