კედლის აღდგენისთვის დახარული 50 ათასი ლარი,რომელიც ისევ დაზიანებულია

ჭიათურის მერიამ 50 000 ლარზე მეტი დახარჯა თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის აღდგენისა და მოხატვისთვის. კედელი კი კვლავ დაზიანებულია. ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორის” ავრცელებს.

“ჭიათურის მერიამ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი 45 ათას ლარად ‘აღადგინა’ და უვარგისი სამუშაოების დასაფარად მოხატვისთვის დამატებითი ხარჯი – 5.4 ათასი ლარი გაიღო. პარალელურად, ჭიათურის მერიამ იაშვილის ქუჩის სკვერის კედელიც მოხატა და ამ შემთხვევაში სამუშაოები სრულიად უსასყიდლოდ შეასრულებინა ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგებს”, – აღნიშნულია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

ორგანიზაცია საკითხზე ჭიათურის მერიის საპასუხო წერილსაც აქვეყნებს სადაც ვკითხულობთ, რომ “ამ ეტაპზე შეინიშნება ხარვეზები და შემსრულებელი ობიექტზე უახლოეს პერიოდში მოახდენს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას”.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – ირაკლი კობახიძე რითაც არის დაკავებული, ამას „საარჩევნო კოდექსის“ ენაზე საარჩევნო წესების დარღვევა და შავი ფულის გამოყენება ჰქვია
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ კორონავირუსი იმდენად გვერდში დაიყენა, რომ მანაც სიყვარულით უპასუხა და პოლიტიკურ სპექტრში დაინფიცირება „ქართული ოცნების“ ოფისიდან დაიწყო