მგონია, რომ პოლიცია საკმარისად კარგად არ მუშაობს – სვანეთში დაკარგული მოზარდის დედა

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედა, ქსენია ფილფანი, რომელიც დუბაიში იმყოფება, ამბობს, რომ სამართალდამცველების მუშაობით უკმაყოფილოა.

ფილფანის თქმით, ამ დრომდე არ არის ამოღებული პოლიციის საგუშაგოსთან დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომლის მეშვეობითაც ბავშვის გადაადგილების გარკვევა არის შესაძლებელი. ამასთან, მოზარდის დედა მაშველების მუშაობით კმაყოფილია, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ არ აცდის გამოძიება მის მეუღლეს სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას და დაუსრულებლად იძახებენ განყოფილებაში:

“მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია. რაც შეეხება პოლიციას, მგონია, რომ საკმარისად კარგად არ მუშაობენ. რა ინფორმაციასაც მე ვიღებ, იმის მიხედვით, როგორც მუშაობენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ჯერ კიდევ არ უნახავთ და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია იმ ვიდეოკამერების ჩანაწერების შესახებ, რომელთა მიხედვით უნდა გაირკვეს გაიარა თუ არა ბავშვმა ის გზა. ერთადერთი კამერაა პოლიციის საგუშაგოსთან და მე-7 დღეა ჯერ კიდევ არ შეუმოწმებიათ ეს ჩანაწერები. ასე არაფერი გამოვა. ჩემი ქმარი მაშველების კოორდინირებაშია ჩართული. მათთან ერთად ეძებს და ნაცვლად იმისა, ბავშვის ძებნა აცადონ, დაუსრულებლად იძახებენ განყოფილებაში. გუშინ იქ მთელი დღე გაატარა. არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ გამომძიებლის გვერდით იჯდა, რომელიც რაღაც საბუთებს ავსებდა. ვფიქრობ ეს მიუღებელია”, – განაცხადა ქსენია ფილფანმა.

banner
წინა სტატიაშისენატორი რიშისა და შაჰინის გზავნილებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ – დეგნანი
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – სამ მუშკეტერს ჰყავს მეოთხე – დარტანიანი და ეს გახარიაა