საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი Twitter-ზე ავრცელებს.

“შემიძლია დავადასტურო, რომ 00:01 საათიდან საფრანგეთის საზღვარი გაიხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის”,- წერს ელჩი.

საქართველოს საზღვარი გერმანიამაც გაუხსნა და ამით ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია გაითვალიწინდა, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა.

ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე ზურაბიანი: ამ ნაბიჯის ისტორიულ მნიშვნელობას ვერ დააკნინებს დეზინფორმაციის ის კასკადი, რომელიც ისმის ამჯერად უკვე ელჩების მისამართით
შემდეგი სტატიააფთიაქსა და ბანკზე ყაჩაღური თავდასხმისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს