ცოტნე ზურაბიანი: ამ ნაბიჯის ისტორიულ მნიშვნელობას ვერ დააკნინებს დეზინფორმაციის ის კასკადი, რომელიც ისმის ამჯერად უკვე ელჩების მისამართით

ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალთა აქტივობას, რომლებმაც ვერასდროს შეძლეს, ქვეყნისა და ხალხის ინტერესები საკუთარ მერკანტილურ ზრახვებზე, ძალაუფლებისკენ ბრმა სწრაფვაზე წინ დაეყენებინათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი აცხადებს.

მისივე შეფასებით, ჯანსაღი და ცივილიზებული პოლიტიკური პროცესის აუცილებელი პირობა მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებათა პატივისცემა და ერთგულებაა.

“ამიტომ ბუნებრივია, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წუხილი, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მიერ 8 მარტის შეთანხმების დარღევის გამო გამოითქვა.

საბედნიეროდ, ამ შეთანხმების ინიციატორი ხელისუფლებისა და პასუხისმგებლობის მქონე სხვა პოლიტიკური ჯგუფების განწყობები საკმარისი აღმოჩნდა, რათა ისტორიული ნაბიჯი გადაგვედგა საქართველოში არჩევნების სამართლიანი სისტემის დასამკვიდრებლად.

ამ ნაბიჯის ისტორიულ მნიშვნელობას ვერ დააკნინებს დეზინფორმაციის ის კასკადი, რომელიც “ნაცმოძრაობის” რუპორი მედიიდან თუ თავად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან ისმის ამჯერად უკვე არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მეგობარი ქვეყნების ელჩებისა და წარმომადგენლების მისამართით.

ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალთა აქტივობას, რომლებმაც ვერასდროს შეძლეს, ქვეყნისა და ხალხის ინტერესები საკუთარ მერკანტილურ ზრახვებზე, ძალაუფლებისკენ ბრმა სწრაფვაზე წინ დაეყენებინათ”, – აცხადებს ცოტნე ზურაბიანი

banner
წინა სტატიაში“ვიმედოვნებთ, ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს”
შემდეგი სტატიასაფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის