ნანა კაკაბაძე – ან მაშინ ტყუოდნენ, ან ახლა ტყუიან, ან უბრალოდ მათთვის მთავარია ძალაუფლება

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციური ძალების გაერთიანებას ეხმაურება.

როგორც ნანა კაკაბაძე აცხადებს პარტიები, რომლებიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში “ნაციონალურ მოძრაობას” და მის დანაყოფთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას უზიან, ეწინააღმდეგებიან თავისივე იმ პოზიციას, რომელსაც აფიქსირებდნენ წლების წინ.

“მე ვფიქრობ, სიტყვა “ოპოზიცია” ამ თავყრილობასთან დაკავშირებით ალბათ, ცოტა გადაჭარბებულია. “ნაციონალური მოძრაობის” და მისი დანაყოფების გარდა, ყველა დანარჩენი პარტია, რომელიც ამ მაგიდასთან ზის, მოითხოვდა ამ ძალის გასამართლებას როგორც რეჟიმის და დღეს მათთან ერთად არიან, ეწინააღმდეგება თავისივე იმ პოზიციას, რომელსაც აფიქსირებდნენ, თუ ეს ხალხი კრიმინალები იყვნენ, როგორღა არიან ოპოზიციაში, თუ ეს ხალხი გასასამართლებელი იყო, მაშინ, როგორღა უნდა იყვნენ პოლიტიკაში.

თავისთავად ეს თავყრილობა ვერანაირი ჩარჩოში ვერ შეიძლება განხილული იქნას, როგორც ოპოზიციური გაერთიანება, რადგან ამ გაერთიანებამდე ეს ხალხი მოითხოვდა მათ გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენას. ამ მაგიდასთან მყოფები იყვნენ ასევე იმ ღონისძიებაზე, რომელიც ჩვენ 2013 წელს სპორტის სასახლეში ჩავატარეთ, სადაც მოვითხოვდით რეჟიმის გასამართლებას. ხალხი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ეს იყო რეჟიმი და უნდა ჩამოშორებოდა პოლიტიკას და დღეს მათთან ერთად ზის, ეს ფაქტი სცდილდება ყველანაირ შეფასებას.

ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამბობდა 26 მაისსთან დაკავშირებით 47 პოლიტპატიმარი ჰყავს ჩემ ორგანიზაციასო და პარლამენტმა სცნო ეს ადამიანები პოლიტიპატიმრებად, 26 მაისის ორგანიზატორი, 47 პოლიტპატიმრის პატრონი და ორი გვამის, რომელიც ამ აქციას მოყვა, დღეს იმ ხალხთან ერთად თითქოსდა სამართლიან არჩევნებს ითხოვს, ეს მე მგონი, სცილდება აბსოლუტურად ყველა ჩარჩოს, ეს თვითონ უნდა ახსნან რას აკეთებენ – ან მაშინ ტყუოდნენ, ან ახლა ტყუიან, ან უბრალოდ მათთვის მთავარია ძალაუფლება.

ეს პოლიტიკური ძალები გრძნობდნენ, რომ დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ ხელისუფლებაში მოსვლას, ფაქტია და ორივე მათგანს ერთმანეთი დასჭირდა. “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ კრიმინალურ ძალას ვითომ გასათეთრებლად ესენი დასჭირდა, ნოლპროცენტიან პარტიებს კი ეს კრიმინალური ძალა თუნდაც ეთერში სატივტივოდ. ამის გამო ორივე მხარემ უარი თქვა იმ პოზიციებზე, რომელიც მათ გააჩნდათ ამ მაგიდასთან დაჯდომამდე. როდესაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ჯდები და მასთან ერთად განიხილავ ვითომდა საარჩევნო გარემოს, ვის შეიძლება ეს დააჯერო”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ – გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს
შემდეგი სტატიანანა კაკაბაძე: დღეს ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ერთი და იგივე მენტალობის ადამიანები არიან