29 ოქტომბერს შმაქსისტები შსს-ს შენობისკენ აქცია-მსვლელობას მოაწყობენ

ხვალ, 29 ოქტომბერს 12 საათზე გირჩის წევრები, მხარდამჭერები და შმაქსის მძღოლები რესპუბლიკის მოედნიდან ორთაჭალის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე აქცია-მსვლელობას მოაწყობენ. “ნებისმიერი ხელის შეშლა შმაქსისთვის არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ხელის შეშლა”, — ამბობს გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე. მისი თქმით, აქციაზე დააყენებენ სამ მოთხოვნას:

  1. შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა;
  2. გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს;
  3. გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე დღეა პატრულმა “შმაქსისტებზე ნადირობა” დაიწყო. მისივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უხსნიან პოლიციას საგანმანათლებლო პროექტზე, მაინც უწერენ ჯარიმას:

“ეს ადამიანები მიდიან, რომ გაასაჩივრონ ეს ჯარიმები და იქ აკაჩავებენ, ატყუებენ, რომ მათ არ აქვთ გასაჩივრების უფლება და აწერინებენ აღიარებით ჩვენებას, რომ ის შმაქსმა შეიყვანა შეცდომაში”.

banner
წინა სტატიაშიდღეს პატრიარქი გადადგომას გეგმავდა
შემდეგი სტატიაოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს 15 მილიონს სთხოვდნენ