დღეს პატრიარქი გადადგომას გეგმავდა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორე დღეს თანამდებობის დატოვებას გეგმავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, პატრიარქი აღნიშნული გადაწყვეტილებას გამოცხადებას დღეს გეგმავდა, თუმცა მისმა გარემოცვამ ილია მეორეს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია და იგი ქალაქგარეთ მცხეთაში გაიყვანა.

ის, რომ ქვეყნის კათოლიკოს პატრიარქი ამჟამად მცხეთაში იმყოფება ოფიციალურად დასტურდება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მისი სკანდალური განცხადების შემდეგ აღნიშნული თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. ამის შესახებ მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების მხარდაჭერა იმდენად მყარი იქნება, რომ კოალიცია არ დაგვჭირდება — მდინარაძე
შემდეგი სტატია29 ოქტომბერს შმაქსისტები შსს-ს შენობისკენ აქცია-მსვლელობას მოაწყობენ