“ამ ქვეყანაში არ არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება შეწყალების ცალკე რეგულაციები”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და ამასთან, პროცედურები ხორციელდება იმ წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც დამტკიცებულია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„რაც შეეხება შეწყალების თემას, შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს. რა მოთხოვნაც შემოვა, ეს იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, ვნახავ, წავიკითხავ, გავეცნობი. რადგან ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, რომ შეწყალება უნდა შედგეს, თუ მე ჩავთვლი, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობენ ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ მიმართოს პრეზიდენტს“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=2-SSi933hDs&feature=youtu.be&fbclid=IwAR1y8JLsgahEa8uZVssibY72tE66Wn5a8vbFFo_8iSpxScXxgTufKFBooWA

 

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ნდობა ძალიან მიჭირს-მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაონის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევს მონიტორინგს