ონის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევს მონიტორინგს

ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებში ცეცხლის კერები დღეს დილიდან შეინიშნება, არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია მინდვრის საფარზე.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ოცდაათამდე მეხანძრე-მაშველი.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესს პირადად უწევს მონიტორინგს.

შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაში“ამ ქვეყანაში არ არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება შეწყალების ცალკე რეგულაციები”
შემდეგი სტატიაგარკვეულ ნაბიჯებსა და ქმედებებს უნდა ველოდოთ