„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან” – შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, 90-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები “შიდა სამოქალაქო ომად” მოიხსენია. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ ბოლო 28 წელში საქართველომ 4 ომი გამოიარა, აქედან მხოლოდ ერთი იყო რუსეთის ფედერაციასთან.

„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი სამხედრო ძალები ვითარდება,“-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 

https://youtu.be/Q5lHuWZGEGA

banner
წინა სტატიაში„ეს რუსული ნარატივია“ – პაატა დავითაია გენშტაბის უფროსის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი არის კლასიკური პროვოკატორი – ხუხაშვილი