„ეს რუსული ნარატივია“ – პაატა დავითაია გენშტაბის უფროსის გადადგომას ითხოვს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტების შიდა სამოქალაქო ომად მოხსენიებას პაატა დავიტაია მიუღებელს და აბსურდულს უწოდებს.

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია „თაიმერთან“ საუბრისას ამბობს: „ეს განცხადება ყოვლად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ ჩაჩიბაიას, მისგან ასეთი ტიპის განცხადება არასოდეს მსმენია. აქედან გამომდინარე, გაკვირვებული ვარ ამ განცხადებით. იმედს ვიტოვებ, რომ იგი თავის ნათქვამს განმარტავს, მაგრამ აქვე მინდა შევახსენო, რომ ასეთი ნაბიჯი არის რუსეთის ფედერაციის დღის წესრიგი.

ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებებში, სადაც რუსეთი მონაწილეობდა იყენებდა ამ ნარატივს თითქოს ეს იყო სამოქალაქო ომი, რაც სრული აბსურდია. ჩაჩიბაის მინდა შევახსენეო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ფართომასშტაბიან შეტევას საქართველოს წინააღმდეგ . ეს ასახულია დროებით საპარლამენტო კომისიიის სამართლებლივ დასკვნაში, ასევე, ტალიავინის კომისიის დასკვნაში, სადაც წერია, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებობდა დიდი ხნის განმავლობაში და ატარებდა საქართველოს წინააღმდეგ არაერთ ღონისძიებას, რისი შედეგიც არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები.მთელი ამ წლების განმავლობაში შევარდნაძის მთავრობიდან დაწყებული ყველა საერთაშორისო ფორმატში ჩვენ “ვჭიდაობდით” ამ ტერმინის წინაღმდეგ , რასაც რუსეთი ცდილობდა ამ ტერმინის დამკვიდრებას . აქედან გამომდინარე მინდა ეს მოვლენები ჩაჩიაბაიას ახსოვდეს და განმარტოს მის მიერ გაკეთებული განცხადება . უნდა დაისვას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და უნდა დატოვოს პოსტი!

“ შეგახსენებთ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან 3 სამოქალაქო და 1 რუსეთისგან ფართომასშტაბური აგრესია.

https://youtu.be/Q5lHuWZGEGA

 

banner
წინა სტატიაშიმძიმე აღსაქმელია, როდესაც შენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური თვლის, რომ რუსეთთან კონფლიქტი 2008 წელს დაიწყო – ხიდაშელი
შემდეგი სტატია„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან” – შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი