თავის არიდება მოსალოდნელი ფინანსური სანქციებისაგან – კახიანი “ევროპული საქართველოს” წევრებზე

“ევროპული საქართველოს” წევრების მიერ, კომიტეტების დატოვებს ვიცე-სპიკერი, გიორგი კახიანი ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილების მიღმა, ფინანსური ვალდებულებებისგან თავის არიდებას ხედავს.

“ევროპული საქართველოს იმ წევრებმა, რომლებიც ორი კომიტეტის წევრები იყვნენ, დატოვეს თითო-თითო კომიტეტი, იმიტომ, რომ ერთ კომიტეტში ყოფნა არის ვალდებულება პარლამენტის წევრისთვის. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება მოსალოდნელი ფინანსური სანქციებისგან თავის არიდებას. პლენარულ სხდომებზე ბოიკოტის პირობებში არ დასწრების შემთხვევაში, რაიმე სანქციები არ იქნება გამოყენებული. მაგრამ, ეს არ ვრცელდება კომიტეტის სხდომებზე,” – აცხადებს გიორგი კახიანი.

დღეს “ევროპულმა საქართველომ” ოპოზიციის კვოტით დაკავებული ყველა საპარლამენტო თანამდებობა დატოვა. ვიცე-სპიკერის პოსტს სერგი კაპანაძე აღარ დაიკავებს, ის ასევე არ იქნება განათლებისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრი. ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან მიდის ელენე ხოშტარია, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტს კი დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. ირაკლი აბესაძე და ოთო კახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აღარ იქნებიან, კახიძე ასევე ტოვებს საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტსაც.

banner
წინა სტატიაში“წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდება”
შემდეგი სტატია$ 4 348 400 000 – აშშ-ის ფინანსური დახმარება საქართველოს, 28 წლის განმავლობაში