“წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდება”

წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლების 10 თვის მონაცემებით, უკვე შესრულებულია დაგეგმილი მაჩვენებლის 84%-მდე.

„აღნიშნული მაჩვენებლისა და ნოემბერში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით, პროგნოზირებულთან შედარებით, წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმას 130 მილიონი ლარით გადავაჭარბებთ და 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები იქნება 11 მილიარდ 410 მილიონ ლარზე მეტი, რაც გახლავთ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სისტემური რეფორმების შედეგი“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიკენჭისყრა პარლამენტში – გარემოს დაცვის კომიტეტი ნინო წილოსანმა ჩაიბარა
შემდეგი სტატიათავის არიდება მოსალოდნელი ფინანსური სანქციებისაგან – კახიანი “ევროპული საქართველოს” წევრებზე