27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

როგორც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს უშუალოდ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით.

ასევე, სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი რეგულირების სააგენტოს დასკვნა, რომელიც დაადგენს, იყო თუ არა კლინიკაში პროცედურული დარღვევები.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ორშაბათს მზად იქნება შუალედური დასკვნა ექსპერტიზის ბიუროდან, ასევე რეგულირების სააგენტოდან. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნამ უნდა მოგცეს ინფორმაცია მეგის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით და რეგულირების სააგენტოს დასკვნამ უნდა დაადგინოს, იყოს თუ არა პროცედურული დარღვევები, იყო თუ არა ხარვეზი ჯანდაცვის სისტემაში. ორშაბათს პროკურატურა შეპირებულია, რომ სრულად გადმოგვცემს საქმის მასალებს, მათ შორის, მოლოდინი გვაქვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თუნდაც შუალედური დასკვნა გვექნება ხელთ და შეგვეძლება, გავშალოთ სურათი, ვიცოდეთ მეტი დეტალი და მიხვდეთ, რა მოხდა რეალურად“, – აცხადებს ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიდანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს
შემდეგი სტატიასაგარეჯოში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს