26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.  1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

70-წლიანი ტყვეობის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინა დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო სიმბოლიკა, თუმცა 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველომ უარი თქვა პირველი რესპუბლიკის დროშაზე, ღერბსა და ჰიმნზე. ეს უკანასკნელი ახალი თაობის პოლიტიკოსებმა ტექსტისა და მელოდიის სირთულის გამო დაიწუნეს. ახალი სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2004 წლის 20 მაისს , პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომიდან ზუსტად 5 თვის შემდეგ. საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.

 

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მნიშვნელობა – ამერიკელი ექსპერტები რუსეთის მხრიდან საფრთხეზე საუბრობენ
შემდეგი სტატიარა მოსთხოვა თურქეთის პრემიერმა კვირიკაშვილს – გიულენის სკოლებთან დაკავშირებით?