რა მოსთხოვა თურქეთის პრემიერმა კვირიკაშვილს – გიულენის სკოლებთან დაკავშირებით?

თურქეთის პრემიერის ბინალი ილდირიმის განცხადებით, საქართველოში ფეტიულაჰ გიულენის ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს, რის გამოც მან საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ზომების გატარება მოსთხოვა.
საქართველოში გიულენის ორგანიზაციაზე , ბინალი ილდირიმმა თბილისში მოღვაწე თურქ ბიზნესმენებთან, საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილზე საუბრის კონტექსტში ახსენა.
,,კვირიკაშვილი ვიზიტით უნდა გვწვეოდა და ზუსტად წინა დღეებში ამბოხი მოხდა. ვკითხეთ იქნებ ვიზიტი ჯობდა გადაედო. არა, სპეციალურად ჩამოვალ, მინდა რომ ჩემი სოლიდარობა გამოვხატო თქვენს მიმართო, გვითხრა და გადატრიალებიდან 4 დღეში – 19-ში ჩამოვიდა, სოლიდარობა გამოხატა და ამ მდაბიო ამბოხის წინააღმდეგ თურქეთის გვერდით რომ იდგა, ღიად განაცხადა. ჩვენ ამ დღეებს ვერ დავივიწყებთ.
რაც შეეხება FETÖ-ს (იშიფრება როგორც ,,ფეტულაჰ გულენის მხარდამჭერთა ტერორისტული ორგანიზაცია,, რედ.) ის, ისევე როგორც ყველგან, საქართველოშიც მოღვაწეობს. განსაკუთრებით საგანმათლებლო სექტორში. მას სკოლები აქვს. ამასთან დაკავშირებით საჭირო ზომების გატარება მოვითხოვეთ. ჩვენ ამ პრობლემას საქართველოში ბოლომდე მივყვებით,, განაცხადა თურქეთის პრემიერმა საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრისას.
ინფორმაციას, ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე თურქეთის პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, თურქეთის სახელმწიფო რადიო-ტელევიზიის ახალი ამბების სააგენტო (TRT Haber) ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – რუსეთი იყენებს სამხედრო ძალებს მეზობლებისთვის საფრთხის შესაქმნელად, ეს ვნახეთ საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში