25-26 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 862 აბონენტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

25-26 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 862 აბონენტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა 10:00-დან 17:00 საათამდე შუალედში იმოქმედებს.

„მენჯი-ზუგდიდის დამაკავშირებელ, 220 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე „კოლხიდა-2″ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 25-26 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე შუალედში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 862 აბონენტს“, – აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
შემდეგი სტატიაზუგდიდში სოფელ ჯიხაშკარის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშა დაშავდა