ე.წ. ტროლების მონაწილეობით ჩნდება კომენტარები, რომლებიც თანხვედრაშია ხელისუფლების პოზიციებთან – სულხან სალაძე

მორიგი თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე – მესამე სექტორის წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელებში მორიგი შეტევა პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენების დროს განხორციელდა.

ტროლების გააქტიურებასთან დაკავშირებით კვლევა მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, საიას ხელმძღვანელის წინააღმდეგ ე.წ. ტროლების მობილიზება სულხან სალაძის პანკისის ხეობაში ჩასვლას მოჰყვა.

სულხან სალაძე აცხადებს, რომ ე.წ. ტროლების გააქტიურება და მათი მესიჯბოქსი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან თანხვედრაში არის ხოლმე.

„ძალიან საეჭვოა, რომ ყველა ამ პროცესში, პრაქტიკულად, ჩვენ კითხვები გვაქვს ხელისუფლებასთან და ყველა ამ პროცესში სოციალური ქსელების საშუალებით, ტროლების თუ სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობით ჩნდება კომენტარები, მოსაზრებები, რომლებიც პირდაპირ დაახლოებით თუ პარალელს გავავლებთ თანხვედრაშია იმ პოზიციასთან, რასაც ოფიციალურად ხელისუფლება ახმოვანებს ხშირად. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესში, ზოგადად, იყენებენ ისეთ კონტექსტსაც, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს რელიგიურ ან ეთნიკურ თემატიკასთან. ეს არის ის საკითხები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაზეც ყველას მეტი გონიერება მართებს,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ლიბიაში გენერალ ხაფთარის სამხედრო მოქმედებებს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან ურსეს შეხვდა