ტრამპმა ლიბიაში გენერალ ხაფთარის სამხედრო მოქმედებებს მხარი დაუჭირა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ლიბიაში გენერალ ხაფთარის სამხედრო მოქმედებებს, რომლის მიზანია ქვეყნის დედაქალაქის, ტრიპოლის აღება – Bloomberg-ს სამმა დამოუკიდებელმა წყარომ აცნობა. მათი თქმით, ტრამპი გენერალს ტელეფონით ესაუბრა. ადრე ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი, ასევე, ესაუბრა ხაფთარს და მიანიშნა, რომ მას აშშ-სგან მხარდაჭერა ექნება – ამის შესახებ სააგენტო წერს.

ამავე დროს, თეთრი სახლის მიერ 19 აპრილს ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აღნიშნულ სატელეფონო საუბარს ეხებოდა, საუბარი იყო იმაზე, რომ დიალოგი ანტიტერორისტულ ზომებს ეხებოდა.

გარდა ამისა, 7 აპრილს აშშ-ს სახლემწოფო მდივანმა მაიკ პომპეომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვაშინგტონი ხაფთარის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია და მას დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ხალიფა ხაფთარმა 22 აპრილს ტრიპოლიზე თავდასხმის მეორე ფაზის შესახებ განაცხადა.

პრიპოლის მთავრობამ 18 აპრილს ხაფთარის დაკავების შესახებ ორდერი გასცა. ლიბიელ გენერალს მხარს უჭერენ ეგვიპტე, საუდის არაბეთი და რუსეთი.

ხანფარის გააქტიურებისთავანე ევროკავშირმა და გაეროს უშიშროების საბჭომ ხაფთარის არმიას ლიბიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვიტისკენ მოუწოდა.

ლიბიაში ორი ხელისუფლებაა. ქვეყნის ნაწილს მთავრობა აკონტროლებს, ნაწილს კი ხაფთარის არმია. “ღმერთის დახმარებით ჩვენ სვლას განვაგრძობთ გამარჯვებისაკენ, გავაგრძელებთ ბრძოლას” – ამბობს 75 წლის ფელდმარშალი ვიდეოში, რომლის სათაურია “ტრიპოლის განთავისუფლების ოპერაცია” .

banner
წინა სტატიაშისაჩინოს გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაე.წ. ტროლების მონაწილეობით ჩნდება კომენტარები, რომლებიც თანხვედრაშია ხელისუფლების პოზიციებთან – სულხან სალაძე