24 საათის განმავლობაში, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 58 ავიაიერიში განახორციელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 58 ავიაიერიში განახორციელა. თავდასხმები უკრაინის 35-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე მოხდა.

გენშტაბის ინფორმაციით, ავიაიერიშები განსაკუთრებით ინტენსიური კიევის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში იყო.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების 43 უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ-136“ გამოიყენეს. უკრაინელებმა 38 მათგანის ჩამოგდება შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიმთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა – უკრაინული მედია
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა დილით კიევი ისევ დაბომბეს – კლიჩკო