საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუას ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუას ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, თუ დღეს ოკუპირებულ გალში 12 ათასი რუბლი არ გააგზავნეს, გულადი ხუბუას საქმე ე.წ. სასამართლოს გადაეცემა. დაკავებულის ძმა, მერაბ ხუბუა ამბობს, რომ ოჯახს არ აქვს აღნიშნული თანხა, მათ ვერც სამედიცინო ცნობა გააკეთეს და არ გამორიცხავს, რომ გულადი ხუბუა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გაასამართლონ.

ოჯახის ინფორმაციით გულადი ხუბუა გალის იზოლატორში ჰყავთ, თუმცა არ ფლობენ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ.

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ქურდობისთვის თბილისში 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს