23 აგვისტოს რამდენიმე ავტობუსის მარშრუტი იცვლება

23 აგვისტოს 11:00 საათიდან საღამომდე მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სააკაძის მოედნიდან – სპორტის სასახლემდე, საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მე-3 ეტაპი გაიმართება.

როგორც შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” აცხადებენ, დაგეგმილი ღონისძიება აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრნაპსორტით გადაადგილების შეზღუდვას გამოიწვევს.

შესაბამისად, შეიცვლება მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები, კერძოდ, მარშრუტი № 14, 29, 49, 51, 91, 92 და 150 იმოძრავებს შემოვლითი გზით: სააკაძის დაღმართი – მარჯვენა სანაპირო – თამარ მეფის გამზირი – გმირთა მოედანი. უკუმიმართუელბით მერაბ კოსტავას ქ. – პეკინის ქ. – ვახტანგ ჭაბუკიანი ქ. – სააკაძის მოედანი (№ 92 და 150 მარშრუტი პეკინის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე).

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეის ლიდერმა “ნახევრად ომის მდგომარეობა” გამოაცხადა
შემდეგი სტატიაენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დღეს მიენიჭება