ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მათი სარჩელი მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ცენტრ „ემპათიის“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

„სასამართლომ მიიღო სარჩელი და რეგისტრაციის ნომერი მიანიჭა. ახლა უნდა ველოდოთ კომუნიკაციას,”- აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა.

სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნა ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.

კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვაალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოში უკვე შესულია სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმესაც მოიცავს.

banner
წინა სტატიაში,,გახსოვთ თუ არა რომ ჩვენ, ჩვენსავე ქვეყანაში გვყავს დევნილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან?”
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: მთელი ,,ოცნება” ბენოა…