კახა მიქაია: მთელი ,,ოცნება” ბენოა…

„დაიცავი საქართველოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს:

ციკლიდან: ,,რას არ გაიგებს კაცი”

არჩევნები დამთავრდა, ნაცები დამარცხდნენ, ყველაფერი კარგადაა, რაც შეეხება ინაუგურაციას, დუმილს ვამჯობინებ, მარტივი მიზეზის გამო, არ მინდა რამე წამომცდეს!

ასე რომ, გავაგრძელოთ.

ძვირფასო მკითხველო ან ჩემო ფრენდებო, ნუ როგორც გინდათ!

ჩემი დაკვირვებით ქართველ პოლიტიკოსთა გამონათქვამებში იმდენი ,,სიბრძნე” იმალება, გადავწყვიტე, ყოველი ,,სიბრძნეთაგანი” რუდუნებით შევარჩიო და თქვენ წინაშე გამოვიტანო განსახილველად.

ვფიქრობ, საშური საქმეა, დარწმუნებული ვარ, ეს ,,ბრძნული წიაღსვლები” აუცილებლად გახდება ისტორიის კუთვნილება, ამ ,,სიბრძნეებზე” გაიზრდებიან თაობები და დაიწერება ბევრი მეცნიერული ნაშრომი.

ნება მიბოძეთ, ეს საშვილიშვილო საქმე, თანამედროეობის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსის და ,,ბრძენკაცის,”

ბენო ქაშაკაშვილის გამონათქვამით დავიწყო და ჩემეული შეფასება შემოგთავაზოთ:

ბენო ქაშაკაშვილი: ,,ქართველ ხალხს და ამ ქვეყანას დიდი სიკეთე ელის წინ, რომლის ფუნდამენტიც ამ წლებში ჩაიყარა, ამერიკიდან გაცილებით დიდი პროცენტია მოსახლეობის წასული, ვიდრე საქართველოდან. იმიტომ კიარა, რომ უჭირთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნორმალურია ძლიერ ქვეყანაში, საზღვარი გაიხსნა, ადამიანი მიდის ზოგი ბიზნესს აკეთებს, ზოგი წელებზე ფეხს იდგამს.”

ბენოი საკვირველი!

ბენჩიკ, სიმონ, მაგარი ხარ!

შე ფუნდამენტმორყეულო, შენა!

თუმცა, რა გასაკვირია, ამასწინათ კიდევ ერთმა შენნაირმა არ გვამცნო: ,, ამერიკელებმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროგრამა ჩვენგან გადაწერესო!”

ასე რომ, ჩემო ბენჩიკ, ,,არ დაიჯერო, რომ შენ მარტო ხარ!”

გაშენნაირდა მთელი ქვეყანა!

P.შ. მთელი ,,ოცნება” ბენოა,

დუმხართ სამოთხის ბჭენო,

ბევრი გყამს კიდევ ასეთი,

სოლოლაკელო ბრძენო?!

ვაი, ჩვენს პატრონს ბენუაა,

უქმად განვლილნო დღენო,

რომი, მილანი, გენუა,

შენზე აბოდებს, ბენო.

ქართველთა მუსოლინი ხარ,

ქაშაკაშვილის გენის,

ჩვენო ბენიტო, ბენუა,

ბენჩიკ, ბენო ანდ ბენი!“ – წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიცენტრ „ემპათიის“ დირექტორი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მათი სარჩელი მიიღო
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ქოცი და დებილი რომ სინონიმებია, ეს იქედანაც ჩანს, რომ ამდენი წელია ხიხო ატყუებს