22 აგვისტოს თბილისის ზოგიერთ უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანს 22 აგვისტოს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც ”თაიმერს” კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, 22 აგვისტოს 22:00 საათიდან 23 აგვისტოს 11:00 საათამდე, მთაწმინდის რაიონში, სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტეროტორიაზე გამავალი მიწისქვეშა გაზსადენის რეკონსტრუქციისა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება შემდეგ რაიონებში – მთაწმინდის რაიონში – თავისუფლების მოედანი 4, ბარათაშვილის ქ. 6/10, 8, 12, მარჯვენა სანაპირო 2, 2ა, გოგჩის, ათონელის, ორბელიანის, ტელეგრაფის, ლაღიძის, ვ. აბაშიძის, სულხანიშვილის, ფურცელაძის, ჭანტურიას, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, აბესაძის, ლესელიძის, ბეთლემის, აბოვიანის, დიუმას, ვერცხლის, ლერმონტოვის, ხანძთელის, აბანოს, სამღებროს, ბოტანიკურის, საიათნოვას, პუშკინის, ჩახრუხაძისა და მიმდებარე ქუჩები.

კრწანისის რაიონში – 1, 2, 3 და დიდი ხეივნის ქუჩები, გორგასლის ქ. 37, 39, 41, გორგასლის შესახვევი, ფირდოუსის, ახუნდოვის და გრიშაშვილის ქუჩები.

ისნის რაიონში – ქეთევან წამებულის გამზ. 29, 45, ლუსინიანის, 300 არაგველის, 1 დოლაბაურის, შავსოფლისა და იალბუზის ქუჩები.

ასევე გაზმომარაგება შეუწყდება სასტუმროებს – „თბილისი-მარიოტი“, „ქორთიარდ-მარიოტი“, „ამბასადორი“, „თორი“, „მეტეხი“, ეკონომიკის სამინისტროს, რუსთაველისა და გრიბოედოვის თეატრებს, კინოთეატრ „რუსთაველს“, კაზინო „შანგრილას“, იუსტიციის სახლს, „ჭრელ აბანოებს“, აზერბაიჯანის საელჩოს, საცურაო აუზსა და „სოკარის“ ცენტრალურ ოფისს (5800-მდე აბონენტი).

სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

”შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის 170 000 ლარით დაჯილდოვდება, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები კი – 102 000 და 68 000 ლარს მიიღებენ
შემდეგი სტატიაიმედი მაქვს, შვილს არ დამიტოვებენ წყლის ქვეშ და შვილის საფლავი მაინც მექნება – დაკარგული სამხედროს მამა