21 მილიონიანი დაფინანსება პარტიებს და 142 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან “ოცნების” შემომწირველებს

admin
ავტ.: admin ივლისი 9, 2020 13:15

21 მილიონიანი დაფინანსება პარტიებს და 142 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან “ოცნების” შემომწირველებს

რა თანხები მოიძიეს პოლიტიკურმა პარტიებმა ერთი წლის განმავლობაში – “საქართაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევას აქვეყნებს. დგინდება, რომ 2019 წელს სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა 21 მილიონ ლარამდე აითვისეს. აქედან 46% “ქართულ ოცნებაზე” მოდის. იმ ბიზნესმენებმა და კომპანიებმა, რომლებმაც მმართველ პარტიას თანხები შესწირეს, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების სახით ბიუჯეტიდან 142 მილიონ ლარამდე მიიღეს.

2019 წლის პარტიების დაფინანსებაში დისბალანსი ისევ სახეზეა და ის “ოცნების” სასარგებლოდაა – პარტიამ ამ წელიწადში 9,5 მილიონი ლარი მიიღო. ჯამური 21 მილიონი ლარიდან, რომელშიც შედის საბიუჯეტო თანხებიც და კერძო შემოწირულობებიც. მეორე ადგილზე 1,7 ლარით პატრიოტთა ალიანსია, მესამეზე კი “ევროპული საქართველო” 1,6 მილიონით. “ნაციონალური მოძრაობა” ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა. ამ პარტიების დაფინანსებებში საბიუჯეტო წილი ჭარბობს.

კერძო პარტიული შემოწირულობებშიც “ოცნება” ლიდერობს, მას სხვადასხვა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა 7 მილიონი ლარი შესწირეს. სხვა პარტიებისთვის კი კერძო შემოწირულობა ჯამში 1 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია.

ამავე პერიოდში “ოცნების” შემომწირველმა კომპანიებმა და შემომწირველებმა 142 მილიონი ლარი მიიღეს საბიუჯეტო თანხებიდან, აქედან გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის 16 მილიონი, ხოლო სახელმწიფო ტენდერებზე 126 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები ხშირად კოორდინირებულად და ერთობლივად აკეთებენ შემოწირულობებს “ოცნებისთვის”, რაც შეიძლება მოწმობდეს, რომ ისინი კონკრეტული მითითების შესაბამისად იქცევიან, რაც ორგანიზაციის აზრით, შეიძლება კანონდარღვევა იყოს.

ყველაზე მეტი კითხვა “საერთაშორისო გამჭვირვალობას” სოციალური მედიის კამპანიების დაფინანსების შესახებ აქვს, რადგან აღრიცხვიანობის შეუძლებლობის გამო დაფინანსების გამოყენების ეს სფერო ე.წ. შავ ხვრელად რჩება ქართული პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რეკომენ”დაციას აძლევს შესაბამის ორგანოებს, რომ საეჭვო დაფინანსებების შემთხვევებით დაინტერესდნენ და ასევე მოუწოდებს პარტიებს, რომ მათ დაფინანსების წყაროები არ დამალონ.

“ქართული ოცნების” შემომწირველებს შორის იკვეთება ორგანიზაცითა რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის, ერთი უშუალოდ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან და არიან მისი გარემოცვიდან, ასევე აქ ფიგურირებს “ლილო მოლის”, “თეგეტა მოტორსის” და აწარმოე საქართველოს ბენეფიციარების ჯგუფები.

admin
ავტ.: admin ივლისი 9, 2020 13:15

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics