აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურად თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

უმრავლესობა რიჟვაძის კადიდატურაზე კონსულტაციებს პრეზიდენტთან დაიწყებს. სწორედ პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი რჩეული დასამტკიცებლად. იმისთვის რომ კანდიდატი მთავრობის მეთაური გახდეს, 21 დეპუტატიდან 11-ის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ კი უმაღლეს საბჭოში 14 მანდატი აქვს. რიჟვაძე, დამტკიცების შემთხვევაში, ზურაბ პატარაძეს შეცვლის.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.

თორნიკე რიჟვაძე

განათლება:

2017 – ფლორენციის რეგულირების სკოლა -ენერგო სექტორის რეგულირება

2015 –დღემდე-ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დოქტორანტურა- Ph.D ,,ენერგეტიკის სამართალი”

2012-2013- სიტის უნივერსიტეტი, ლონდონი (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი) სამართლის მაგისტრი LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი.დისერტაცია: ,,Project finance: Does it really eliminates agency problems or promotes opportunistic behavior? The Case of Eurotunnel”

2012-ლიჰაის უნივესტიტეტი, პენსილვანია, აშშ ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი
The Global Village for Future Leaders of Business and Industry; Exclusive Leadership Program

2011-2014- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის მაგისტრი MBA/საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით

2007-2011- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -სამართლის ბაკალავრი. 2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე, პეპპერდინის უნივერსიტეტი, მალიბუ, კალიფორნია

2006-2007- პასო რობლეს საშუალო სკოლის დიპლომი, კალიფორნია, აშშ. (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიანტი)

სამუშაო გამოცდილება:

2017 – 26 დეკემბერი – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი

2017-24 ივლისი – 2017 -15 დეკემბერი – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

2013-2017-შპს აჭარისწყალი ჯორჯია (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო),იურიდიული დირექტორი (2015-2017), იურიდიული მრჩეველი (2013-2015)

2014-2016-აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭო ,მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში

2011-2012-სს “ოუფენ რევოლუშენ ჯორჯია”, აჭარის რეგიონალური მენეჯერი

2010-2011-გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნეს კონსულტანტი/დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი

2007–2013-სამეწარმეო და საკონსულტაციო საქმიანობა, დონორების დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტი(EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის (TAM BAS) პროგრამა)

2012-2013-სტაჟირება ფინანსური ინოვაციების შემსწავლელ ცენტრში (CSFI), ლონდონი

2008-2009 -სტაჟირება სი-ეიჩ-ეფ ინთერნეიშენალ (CHF International, USAID programme)

პუბლიკაციები:

“The Investment Laws of Georgia: Key FDI Driver or Irrelevance?”

International Academic Conference on Law, Politics, & Management, May 28-29, 2015

Vilnius, Lithuania. Conference Papers – Law

ენები:

ინგლისური, რუსული.

პირადი ინფორმაცია:

დაბადების თარიღი: 1989 წლის 25 მარტი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხულო

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

banner
წინა სტატიაშიცოლმა ქმარი „დანაშაული და სასჯელის“ მიხედვით მოკლა – ვინ აფარებს ხელს ნამდვილ მკვლელს?!
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ფრთხილად პატივცემულო პრემიერ – მინისტრო, ფრთხილად!!!