კახა მიქაია: ფრთხილად პატივცემულო პრემიერ – მინისტრო, ფრთხილად!!!

მამუკა ბახტაძე: ,,პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ.”

მართალი ბრძანდებით, პატივცემულო ბახტაძევ! ტყის უსისტემო ჭრამ, ერთი სიტყვით, ხე-ტყის კონტრაბანდამ, შეიწირა ჭუბერის მოსახლეობა, რომელიც სტიქიასთან უძლური აღმოჩნდა.

,,ვინც ტყის უსისტემო ჭრით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთო!”
მიხედეთ, პატივცემულო, შორსაც არა ხართ წასასვლელი, გვერდში გიდგანან და მხარს გიმშვენებენ.
ოღონდ, პატივცემულო, ზედმეტად ნუ გაიჯგიმებით, ჩვენი გუბერნატორი ისე იცვლის პრემიერებს, თავად ბიძინა ივანიშვილს შეშურდება, ასე რომ, ფრთხილად პატივცემულო პრემიერ – მინისტრო, ფრთხილად!!!

პატივისცემით – სამეგრელო-ზემო სვანეთის მკვიდრი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ველით, რომ ნატო-ს სამიტზე მივაღწევთ საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას და მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე