2020 წლიდან Prada ცხოველის ბეწვს არ გამოიყენებს

სამოდელო სახლმა Prada განაცხადა, რომ მომავალი წლიდან არ გამოიყენებს ცხოველის ბეწვს. ბეწვის გამოყენება შეჩერდება ახალ მოდელებზე. ადრე გამოშვებული ტანსაცმელი, სადაც ის გამოყენებულია, გაყიდვაში ისევ იქნება – წერს “ბიბისი”.
Prada-ს გარდა იგივე სტრეტაგიას ირჩევენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Miu Miu, Church’s და Car Shoe.
გასულ წელს ბრიტანულმა Burberry-მ განაცხადა, რომ იმის გარდა, რომ ბეწვს ახალ მოდელებში არ გამოიყენებს, გაყიდვიდან ამოიღებს ძველსაც, სადაც ბეწვი ურევია. Gucci 2018 წლიდან არ იყენებს ბეწვს.

banner
წინა სტატიაშიიტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ტურისტულ ავტობუსში მყოფ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს დაზიანება არ მიუღია​
შემდეგი სტატიაHuawei თავის ოპერატიულ სისტემას შექმნის Android-ის ნაცვლად