Huawei თავის ოპერატიულ სისტემას შექმნის Android-ის ნაცვლად

Google-ის აკრძალვა, რომლის თანახმადაც ჩინური Huawei ოპერაციულ სისტემა “ანდროიდს” ვერ გამოიყენებს, ორი დღის წინ გავრცელდა. დღეს კი Huawei -მ განაცხადა, რომ თავად მუშაობს საკუთარ სისტემაზე, რომლის სახელია HongMeng-ი. “ჩვენ საკუთარი ოპერაციული სისტემა შევიმუშავეთ, ეს ჩვენი გეგმა ბეა. მაგრამ ცხადია, ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა Google-ს და Microsoft-ის ეკოსისტემებზე გვემუშავა” – რიჩარდ იუმ თქვა. ჰონკონგის უნივერსიტეტის პროფესორმა ვონგ კამ ფაიმ თქვა, რომ “ჰუავეისთვის” სამი წელი იდეალური იქნებოდა საკუთარი სისტემების შესაქმნელად. ცხადია, ეს დრო მათ უკვე არა აქვთ და სამუშაო უნდა დააჩქარონ. ჩინური Global Times-ის ინფორმაციით, კომპანიას ოპერატიული სისტემა უკვე ტესტირების რეჟიმში აქვს.

20 მაისს კორპორაცია Google-მა Huawei-ს საკუთარ რესურსებზე წვდომა შეუჩერა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას შავ სიაში შეიყვანს. ეს იმას ნიშნავს, რომ Huawei-ს არ შეეძლება Google-ს სერვისებისა და პროგრამების მიღება, მათ შორის, ვერ გამოიყენებს Google play-ს და ფოსტა Gmail-ს – Reuter-მა გაავრცელა.
Huawei-ს ანდროიდზე წვდომა დარჩება, თუმცა, მხოლოდ იმ ვერსიებზე, რომლებიც ღია წყაროებშია.

აშშ Huawei-ს ჯაშუშობაში სდებს ბრალს. აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო კომპანიას და მის დაქვემდებარებაში მყოფ 70 განყოფილებას შავ სიაში შეიტანს “მოქმედებისთვის, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება”. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უკრძალავს Huawei-ს გამოყენებას.

banner
წინა სტატიაში2020 წლიდან Prada ცხოველის ბეწვს არ გამოიყენებს
შემდეგი სტატიაუკრაინის დედაქალაქში მარკეტებიდან, საავადმყოფოებიდან და სამშობიაროებიდან ხალხის ევაკუაცია მიდის