2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პოლიციამ 12 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 11:36

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პოლიციამ 12 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შესახებ ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ითქვა – ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ. ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისის სხვადასხვა მისამართებზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში აქვეყნებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ მიმდინარე წლის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით პოლიციამ მიმდინარე წელს 12 კილოგრამამდე “ჰეროინი” ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცა.

„2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე “ჰეროინი” , 980 აბი “სუბოტექსი” და “სუბოქსინი”, 2200 აბი “ექსტაზი” 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს“, განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 11:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,107
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics