2015 წლის პირველ იანვრამდე უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების ლარში გადატანა იანვრიდან დაიწყება

ფიზიკური პირები, რომლებსაც უძრავი ქონების უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აქვს აღებული, სესხის ლარში გადატანას 2017 წლის იანვრიდან შეძლებენ.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი სავარაუდოდ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, ამ პერიოდში ბანკები ვალდებული იქნებიან, დაუკავშირდნენ მსესხებლებს და შეთავაზების სრული დეტალები გააცნონ.

მესტვირიშვილის თქმით, პროცესი ნებაყოფლობითია, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა ამ შესაძლებლობით ისარგებლებს.

დეტალები ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე იქნება განთავსებული.

ამასთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხის ლარში გადატანა 33 ათას მსესხებელს შეეძლება, აქედან 31 სრულად, ხოლო 2 ათას მსესხებელს ნაწილობრივ.

banner
წინა სტატიაში2017 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში 12 მილიარდ 600 მილიონ ლარს შეადგენს – ქუმსიშვილი
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: საკონსტიტუციო კომისიის მიმართ უმრავლესობის დამოკიდებულება უნდობლობის განცდას აჩენს