ფიქრია ჩიხრაძე: საკონსტიტუციო კომისიის მიმართ უმრავლესობის დამოკიდებულება უნდობლობის განცდას აჩენს

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი საზოგადოებაში, ამ პროცესის მიმართ, გარკვეული უნდობლობის განცდას აჩენს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება ძალიან ფართო ჩართულობა და მაღალი სანდოობა; გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება წინა პერიოდებში საკონსტიტუციო კომისიების მუშაობისა და შესაბამისად, კონსტიტუციური ცვლილებების კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე მორგებისა, ჩვენ შევთავაზეთ სწორედ ის ინიციატივა, რომ მაღალი სანდოობის უზრუნველყოფისათვის კომისია შექმნილიყო მაღალი წარმომადგენლობით – პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და ფართო ჩართულობის უზრუნველყოფით.

სამწუხაროდ, ეს წინადადება არ გაიზიარა უმრავლესობამ. მათგან მივიღეთ პასუხი, რაც მე ვთვლი, რომ ამ პროცესისთვის ძალიან ცუდია. უპირველეს ყოვლისა, ცუდია იმიტომ, რომ ამ პროცესის მიმართ დასაწყისშივე აჩენს გარკვეული უნდობლობის განცდას, როგორც ჩვენში, ისე საზოგადოებაში“, -აღნიშნავს ფიქრია ჩიხრაძე.

banner
წინა სტატიაში2015 წლის პირველ იანვრამდე უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების ლარში გადატანა იანვრიდან დაიწყება
შემდეგი სტატიამაზლმა ორსული რძალი დაჭრა, მისი მამა კი მოკლა