32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

2015 წლის 15 და 18 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. "სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროლად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

prokurat2015 წლის 15 და 18 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

მოქალაქე გ.ჭ. შსს კრიმინალური პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა გორში 2014 წლის 22 მაისს, 18:10 საათზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 22:30 საათზე გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. იზოლატორიდან იგი სასამართლოში წარსადგენად 23 მაისს, 12:27 საათზე გაიყვანეს. გ.ჭ. სხდომის დარბაზიდან მხოლოდ 23 მაისს, 14:35 საათზე, საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გათავისუფლდა.

მოქალაქე გ.გ. 2015 წლის 2 ოქტომბერს, 20:50 საათზე თბილისში დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 3 ოქტომბერს 02:10 საათზე შეასახლეს თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც დილის 10:00 საათზე სასამართლოში გადაიყვანეს და მხოლოდ 16:07 საათზე გათავისუფლდა.

დაკავებისა და სასამართლო სხდომის ოქმების მიხედვით, გ.ჭ. ადმინისტრაციული წესით 20 საათის და 25 წუთის განმავლობაში იყო დაკავებული, გ.გ. 19 საათის და 17 წუთის განმავლობაში.

დროებითი მოთავსების იზოლატორების ადმინისტრაციებს, დაკავებულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ბადრაგირების განმახორციელებელ პოლიციელებს და სასამართლოში დაკავებულის წარმდგენ დეტექტივის თანაშემწე–გამომძიებლებს ორივე შემთხვევაში დაკავებულები უნდა გაეთავისუფლებინათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაკავების 12–საათიანი ვადის გასვლისთანავე.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელმა თანამშრომლებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნები.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:არ დარჩა კლინიკა, რომ სახელმწიფოს მისი ვალი არ ჰქონდეს!
შემდეგი სტატიათუ კალაძისთვის ეს პროცესი არის სამადლო ლუკმის გადმოგდება, შეუძლია თავისთვის დაიტოვოს