2008 წლის აგვისტოს ომის მებრძოლს ამირან ცერცვაძეს ბინას ართმევენ და ავთანდილ ჯორბენაძეს აძლევენ

2008 წლის აგვისტოს ომის მებრძოლს ამირან ცერცვაძეს ბინას ართმევენ და ავთანდილ ჯორბენაძეს აძლევენ

2008 წლის აგვისტოს ომის მებრძოლს ამირან ცერცვაძეს ბინას ართმევენ და ავთანდილ ჯორბენაძეს აძლევენ“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის მებრძოლს ამირან ცერცვაძეს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაიჭრა, ბინას ართმევენ და მას შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენელ ავთანდილ ჯორბენაძეს აძლევენ.
განცხადება დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და მმართველ გუნდს საკითხის დაინტერესების მოთხოვნით მიმართა.
“ამირან ცერცვაძეს, რომელიც მეოთხე ბრიგადაში იბრძოდა და რუსეთის ჯარებს მკერდით გადაუდგა, დღეს ბინას ართმევენ. ამირან ცერცვაძეს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, საბრძოლო იარა აქვს, ბინას ართმებენ და ავთო ჯორბენაძეს აძლევენ – ჩამოშლილი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ავტორს შევარდნაძის მთავრობაში”, – განაცხადა მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიასეთი იდეების მქონე ადამიანების ხელისფლებაში ყოფნა დღეს საშიშია–პაატა შშელიძე
შემდეგი სტატიამთავრობის ეკონომიკური გუნდისა და “ეროვნული ბანკის” ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვს გიორგი ახვლედიანი