მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და “ეროვნული ბანკის” ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვს “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის”ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
მისი თქმით, ქვეყანა კრიზის წინაშე დგას.
“ახალი მემარჯვენეებიდან” მამუკა კაციტაძეს აინტერესებს, მთავრობა მიიჩნევს თუ არა, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია.
კაციტაძის თქმით, ის ასევე დაინტერესებულია გაარკვიოს, რა ღონისძიებებს გეგმავს მთავრობა იმისთვის, დღეს ბრუნვაში არსებული ჭარბი ლარის მასა იქნეს ამოღებული.