2003 წლის 23 ნოემბრის “ვარდების რევოლუციიდან” 17 წელი გავიდა

ვარდების რევოლუციიდან 17 წელი გავიდა. 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების გაყალბების გამო, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 21-ე დღეს, საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, გადადგა და ხელისუფლება რეფორმატორთა გუნდმა გადაიბარა.

ხელისუფლების ცვლილება მოპარული არჩევნების გამო, სწორედ ხალხის და ოპოზიციის შეუვალ პროტესტს მოჰყვა. ხელახლა ჩატარებულ არჩევნებში კი ხმების აბსოლუტური უმეტესობით ოპოზიციამ გაიმარჯვა – მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, ხოლო 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა
შემდეგი სტატიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გაზაფხულზე, რეკომენდაციებისა და გამკაცრების კვალდაკვალ ეკლესიაც ამკაცრებდა ზომებს და შესაბამისად იქნება ახლაც