დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გაზაფხულზე, რეკომენდაციებისა და გამკაცრების კვალდაკვალ ეკლესიაც ამკაცრებდა ზომებს და შესაბამისად იქნება ახლაც

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გაზაფხულზე რეკომენდაციების კვალდაკვალ ამკაცრებდა ეკლესია ზომებს და ასე იქნება მომავალშიც.

მისი თქმით, მკაცრად არის მოსათხოვი, რომ დაცული იყოს დისტანიცია და პირბადის გამოყენება.

„თქვენ ნახეთ, რომ გაზაფხულზე რეკომენდაციებისა და გამკაცრების კვალდაკვალ ეკლესიაც შიგნით ამკაცრებდა ზომებს და შესაბამისად იქნება ახლაც. რეკომენდაციები გაცემული არის, რომ დაცული იყოს დისტანცია, პირბადეს იყენებდეს მომსვლელი ადამიანი, მკაცრად არის მოსათხოვი, რომ ეს იყოს დაცული“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაში2003 წლის 23 ნოემბრის “ვარდების რევოლუციიდან” 17 წელი გავიდა
შემდეგი სტატიამეუფე იოანე: მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს