20-ლარიანი კუპიურების გაყალბების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

news
: news მაისი 12, 2016 10:36

20-ლარიანი კუპიურების გაყალბების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაკა გაგლოშვილი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ასაღებდა ყალბ 20 ლარიან კუპიურებს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 76 ერთეული 20 ლარიანი ყალბი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

news
: news მაისი 12, 2016 10:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,749
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics