20, 50 და 100-ლარიანის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წლიდან გამოვა

20, 50 და 100 ლარიან ბანკნოტებთან ერთად უახლოეს პერიოდში 5 და 10 ლარიანი ბანკნოტებიც შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მანამდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ახალი კუპიურები მიმოქცევაში მომავალი წლიდან ჩაეშვება.

ქადაგიძის განცხადებით ახალი კუპიურების შექმნის გამო ეროვნულ ბანკს დამატებითი ხარჯები არ გაუწევია.

“ახალი დიზაინის ბანკნოტები მიმოქცევაში გამოვა მომავალი წლიდან და ის მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად. ეს არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯთან. იმიტომ, რომ მომავალ წელს ისედაც იგეგმებოდა გაცვეთილი ძველი ბანკნოტების ამოღება,”- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს