თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება

iusticiis-sabwo272თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის გუშინდელ სხდომაზე მიღებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა. არჩევნებამდე და არჩევნების დღეს წამოჭრილი კითხვებიდან გამომდინარე, კომისიამ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა: ერთი − თავდაცვის სამინისტროს, მეორე კი სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.

უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია მისცა თავდაცვის სამინისტროს, უხელმძღვანელოს სამუშაო ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებს სპეციალური უბნების შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების გასაუმჯობესებლად. ჯგუფის მუშაობის მიზანია, გაიზარდოს იმ უწყებათა გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის ხარისხი, რომელთა ბაზებიც არჩევნების დროს სპეცსიებსა და სპეცუბნებს საჭიროებენ. საკანონმდებლო წინადადების შემუშავება ჯგუფმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, სახალხო დამცველის აპარატს, ცესკო-ს, საია-ს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრს, მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ქვეყანას მართავს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა
შემდეგი სტატია20, 50 და 100-ლარიანის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წლიდან გამოვა