20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

region
ავტ.: region სექტემბერი 17, 2019 17:39

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული სამი პირი ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე პატიმრობაში რჩებიან.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ.

„არ ველოდი, რომ არ გამოუშვებდნენ. მეგონა, რაღაც გულისხმიერებას გამოიჩენდნენ. მაღლიდან აქვთ დაკვეთა, გამოუშვებენ თუ არა, ასეთი სამართლიანი მოსამართლე გვყავს“, – მედიკო მარგოშვილი

მომდევნო სხდომა 24 სექტემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. ამავე საქმეზე ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძე ხუთი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ერთი თვის წინ გათავისუფლდა.

region
ავტ.: region სექტემბერი 17, 2019 17:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics