2-დან 16 მარტამდე ფოთის ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა

ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს მუშაობაში მერიის სამსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, განათლების რესურსცენტრის, სკოლამდელი გაერთიანების და სხვა აიპების ხელმძღვანელები არიან ჩართული.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას საბჭოს ხელმძღვანელობით პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში, სკოლამდელ და სკოლისგარე დაწესებულებებსა და სახელმწიფოებრივ უწყებებში, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. საბჭოს გადაწყვეტილებით, არდადეგები სკოლამდელ დაწესებულებებშიც გამოცხადდა.
საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ ქალაქში არ არსებობს. დაიგეგმა ღონისძიებები საჭიროებისამებრ გასატარებლად.

banner
წინა სტატიაში2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგები გამოცხადდება
შემდეგი სტატიაკონსტანტინე კაკავა: ამ წუთებში მივიღეთ გადაწყვეტილება და შევაჩერებთ სასწავლო პროცესს და 60-ივე საბავშვო ბაღში