კონსტანტინე კაკავა: ამ წუთებში მივიღეთ გადაწყვეტილება და შევაჩერებთ სასწავლო პროცესს და 60-ივე საბავშვო ბაღში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები სკოლების მსგავსად 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. პროფილაქტიკის მიზნით მოხდება სასწავლო დაწესებულებების დეზინფექცია.

ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2 მარტიდან 16 მარტამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში საარმზრდელო პროცესი შეჩერდება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით. „ამ წუთებში მივიღეთ გადაწყვეტილება და შევაჩერებთ სასწავლო პროცესს და 60-ივე საბავშვო ბაღში ჩატარდება აღნიშნული სამუშაოები,“-აღნიშნავს იგი.

საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გადაწყდა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გასტანს.

banner
წინა სტატიაში2-დან 16 მარტამდე ფოთის ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს