2 ათასი სირიელი ამბოხებული თურქეთიდან ალეპოში გადავიდა

თურქეთის საზღვრიდან 2 ათასი სირიელი ოპოზიციონერი სამხედრო შეიარაღებითა და ტექნიკით სირიის ალეპოში გადავიდა – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ამბოხებულები თანამებრძოლების დასახმარებლად მიდიან, რომლებიც ქურთებს ებრძვიან თურქეთ-სირიის საზღვარზე. მეომრები ალეპოს პროვინცია აზაზში აპირებენ გადასვლას. სააგენტოს თქმით, მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ აღნიშნულ რეგიონში წარმატებას მიაღწია, თურქეთი ამბოხებულებისთვის, ფაქტობრივად ერთადერთი გზა არის იქ მოსახვედრად.
5 თებერვალს სირიის არმიამ ირანისა და ლიბანის დახმარებით ალეპოზე კონტროლი დაიბრუნა.

banner
წინა სტატიაშიკემერონი ბრიუსელში: “გადამწყვეტი სტადია”
შემდეგი სტატიაძლიერი ქარის გამო რუსთავის მოსახლეობა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა