ძლიერი ქარის გამო რუსთავის მოსახლეობა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ძლიერი ქარის გამო რუსთავის და გარდაბნის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ქარმა გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გამავალი მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი გადამცემი ხაზი დააზიანა და “რუსთავის წყლის” ხრამის სათავე ნაგებობის მკვებავი ქვესადგური “მარანი” ავარიულად გაითიშა, რის გამოც რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა. ძლიერმა ქარმა პრობლემები დღეს ქალაქის ენერგო და წყალმომარაგებაშიც შექმნა. გაჩიანის ქვესადგურის ავარიული გამორთვის გამო რუსთავის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დავით გარეჯის პირველ ნომერში. აქ ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა, 9 მაისის ქუჩაზე კი სახურავიდან მოგლეჯილმა თუნუქის ფირფინტამ ერთ-ერთი მოსახლის ავტომანქანა დააზიანა.

რუსთავის მერიაში სახურავის დაზიანების შესახებ ამ დროისათვის 15-მდე შეტყობინებაა შესული.

რუსთავის მერის დავით ჯიქიას განცხადებით, შესაბამისი სამსახურები შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და დაზიანებული სახურავების შეკეთება დროულად მოხდება.

banner
წინა სტატიაში2 ათასი სირიელი ამბოხებული თურქეთიდან ალეპოში გადავიდა
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია