2 დაკარგული-ცეცხლის ჩაქრობას გუდაუთის ქუჩაზე 4 საათი დასჭირდა

დაახლოებით 4 საათის განმავლობაში სახანძო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გუდაუთის ქუჩაზე საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.

ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ავიაციაც ჩაერთო. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც..დამწვრობის ცენტრში სულ 6 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან 2 სახანძრო სამსახურის თანამშრომელი იყო. დაზარალებულებიდან 3 ადამიანი სტაციონარიდან უკვე გაეწერა.

სახიფათო ზონიდან მოხდა მოქალაქეების ევაკუაციაც. როგორც სპეციალისტები განმარტავდნენ ხანძრის კერასთან ახლოს, ძველი ცისტერნები იყო, რომელიც შესაძლოა აფეთქებულიყო.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო ერთი პირიც დააკავეს.

დღის ბოლოს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანიაც.

banner
წინა სტატიაშიხანძრის შედეგად “კავკასუს ონლაინის” საწყობი განადგურდა
შემდეგი სტატია“ტრენდი” – თურქეთის სახელმწიფო კომპანიამ “Botas” გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო