ხანძრის შედეგად “კავკასუს ონლაინის” საწყობი განადგურდა

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ინტერნეტპროვაიდერ “კავკასუს ონლაინის” მფლობელობაში არსებული საწყობის 2/3 განადგურდა.

როგორც კომპანიის ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით გუნცაძემ განაცხადა, განადგურებულია კომპანიის სათადარიგო მასალები.

დავით გუნცაძეს არ შეუძლია იმის თქმა, აღნიშნული მასალების განადგურება შეაფერხებს თუ არა პროვაიდერის მუშაობას და დააზარალებს თუ არა აბონენტებს.

მისივე განმარტებით, ხანძარი “კავკასუს ონლაინის” საწყობზე, გვერდზე არსებული საწყობიდან გადავიდა.

ამ დროისთვის ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძაარი უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუსაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“როსპოტრებნადზორმა” ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი დაიწუნა
შემდეგი სტატია2 დაკარგული-ცეცხლის ჩაქრობას გუდაუთის ქუჩაზე 4 საათი დასჭირდა