“ტრენდი” – თურქეთის სახელმწიფო კომპანიამ “Botas” გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

თურქეთის სახელმწიფო კომპანიამ “ბაქო-თბილისი-ერზრუმის” იმ ნაწილის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, რომელზეც აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ტრენდი” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგნეტოს მოსაუბრის განცხადებით, აფეთქებული გაზსადენის ოპერირებას თურქული კომპანია ახორციელებს და მისი უსაფრთხოებაც ანკარას კომპეტენციაშია.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება დღეს მოხდა. აფეთქება თურქეთის ტერიტორიაზე ყარსის ტყის ტერიტორიაზე განხორციელდა. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.

banner
წინა სტატიაში2 დაკარგული-ცეცხლის ჩაქრობას გუდაუთის ქუჩაზე 4 საათი დასჭირდა
შემდეგი სტატიასოხუმის N10 სკოლა – დირექციის გათავისუფლება გადაწყვეტილია